ქვემო ქედის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“
27-05-2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ქედის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

კლასის დამრიგებლის მაგული ბერიანიძის ხელმძღვანელობით, ამ მნიშვნელოვან დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
 
ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა ანბანის წარმოშობის ისტორია ინსცენირებით აჩვენეს. შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თითოეული ბგერის მონახაზის მნიშვნელობა და შინაარსი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203