ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ
27-05-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებულ სასკოლო - პრაქტიკულ კონფერენციაში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ ეტაპზე გაგზავნილი მოხსენებები - ანი ავალიანის ( მერვე კლასი )- „მაინც რა არის სამშობლო“,  მარიამ ლანჩავას ( მეათე კლასი ) - „ჩემი საყვარელი პერსონაჟი და წმინდანი“ დადებითად შეფასდა.

მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დაწერეს ადგილზე მიცემული თემები: ანი ავალიანი -„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“, მარიამ ლანჩავა - „ბედნიერება ჭეშმარიტებაშია“.

გამარჯვებული მოსწავლეები მოხსენებებით 7 მაისს მესამე დასკვნით ეტაპზე, კონფერენციაზე წარსდგნენ.

ორპირის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დარეჯან ბაკურაძეს მოსწავლეების წარმატებას ულოცავს, ანისა და მარიამს კი წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203