ორლოვკის საჯარო სკოლამ მოსწავლეები წარმატების გზაზე გააცილა
27-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორლოვკის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.

ემოციებით დატვირთულ დღეს მე-12 კლასის დამრიგებელმა, გოჰარ ჰარუთიუნიანმა სკოლიდან ორი მოსწავლე არტაშეს ეგოიანი და კატია ანანიკიანი გააცილა.

კურსდამთავრებულებმა მეგობრებთან ერთად მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები დადგეს და სკოლას მრავალწლიანი სიყვარულისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203