ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა
27-05-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი იზეიმეს.

ლაფანაანთკარის საჯარო სკოლამ წელს ოთხი კურსდამთავრებული გააცილა. გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება მეთორმეტე კლასელებმა გაუწიეს,  სკოლის დირექტორი ინგა ვართუმაშვილი, კლასის დამრიგებელი ნატო ჭყონია, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექტორმა ინგა ვართუმაშვილმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.

წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს და დაპირდნენ, რომ მათ იმედებს გაამართლებენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203