აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ ამერიკელ სტუმრებს უმასპინძლა
27-05-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ ამერიკელ სტუმრებს უმასპინძლა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლას ესტუმრნენ მეგობრები ამერიკიდან, რომლებთანაც სკოლას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.
სამუშაო შეხვედრების შემდეგ კონცერტი - WELCOME BACK გაიმართა. საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე ლექსები წაიკითხეს, ცეცხლოვანი ქართული ცეკვები შეასრულეს და ინგლისურად იმღერეს.