წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განათლების კლუბის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
24-05-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. 

გაიმართა კონფერენცია, რამდენიმე კლასში თემატური კლასის საათი ჩატარდა. 

ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობა“-ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია (კლუბის მეურვე: თეა ბობოხიძე; კლუბის ლიდერი: თამარ ჩიხლაძე) სახელწოდებით: "ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყვარე მხარეო". 

საინტერესო თემები და პრეზენტაციები წარმოადგინეს სკოლის IX- ა და  XI- ბ კლასის მოსწავლეებმა და კლუბის წევრებმა: მარიამ აფხაძემ, ანი ხურცილავამ, ანი ბენიძემ, ლიკა ცხაკაიამ, მარიამ ქაშიბაძემ, ქრისტინე ორმოცაძემ და ლოლიტა კინწურაშვილმა.  ღონისძიების ფარგლებში თეა კაკაბაძემ ისაუბრა გამოფენაზე სახელწოდებით - „მაინც რა არის სამშობლო". 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ისტორიის მასწავლებლები თეა ბობოხიძე და ნანული კირთაძე. 

კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203