გუდაურის საჯარო სკოლამ მათემატიკის კონკურსს უმასპინძლა
24-05-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.

გუდაურის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგის მზია ქავთარაძის ინიციატივით, ინტელექტუალური კონკურსი, სახელწოდებით - „მათემატიკა ტვინს გვივარჯიშებს“ გაიმართა.

მათემატიკის ცოდნასა  და ლოგიკურ აზროვნებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუდაურის საჯარო სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეები. რომლებსაც დახმარებას მეშვიდე კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორ-ორ კაციანი გუნდები უწევდნენ.

ინტელექტუალურ კონკურსში გუნდებს შორის პირველობა XI კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. თუმცა, მეცხრე კლასის გუნდის კაპიტანმა ლევან ნაზღაიძემ სძლია მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანს და ამ გამარჯვებით მეცხრე კლასმა („პითაგორა“) მოიპოვა პირველობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203