მედანის თემის საჯარო სკოლაში აქტივობა - „ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა
24-05-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მედანის თემის საჯარო სკოლაში აქტივობა - „ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა.
ღონისძიება სამ ნაწილად დაიყო. პირველ ნაწილში მოსწავლე-ახალგაზრდობამ წაიკითხა კონკრეტული ადგილები პოემიდან, მიმოიხილეს ეპოქა და ისაუბრეს პოემის ავტორზე. მეორე ნაწილში მსურველები ეცადნენ გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობა და კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ. აქვე ჩატარდა „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.
ღონისძიება მედანის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლის მარიამ ლუკავას ორგანიზებით გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება, შოთა რუსთაველისა და მისი პოემის შესწავლა და უფრო ღრმად გააზრება.
„ეს არის ქართველი ხალხის საგანძური და ჩვენი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს