დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ
24-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
2019 წლის 22 მაისს „ბიომრავალფეროვნების“ დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა. თიკერის სანერგე მეურნეობაში ხეები დაირგა.
სკოლის აღსაზრდელები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.