ხულგუმოს საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
24-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლაში 9 მაისთან დაკავშირებით ღონისძება გაიმართა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით დაგეგმილ ღონისძიებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეები განსაკუთრებული თეატრალური მონაცემებით გამოირჩეოდნენ:

„ჩვენმა მოსწავლეებმა ჩინებულად მოირგეს როლები და შეძლეს სცენაზე გაეცოცხლებინათ 9 მაისი“.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203