რამდენ პროცენტიანი ბარიერი უნდა დაძლიონ მასწავლებლობის მსურველებმა თუ გამოცდა ორ ან მეტ ნაწილიანია? – „ნაეკის“ განმარტება
24-05-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე საგნის/პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საგანში გამოცდა  (მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI) და ა.შ) დაყოფილია რამდენიმე ნაწილად.

აპლიკანტების ნაწილი, რომლებსაც მასწავლებლობის დაწყება სურთ, დაინტერესდა როგორ უნდა გამოითვალონ ბარიერი ისეთი საგნის ჩაბარების დროს, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

მაგალითად, ერთ-ერთი აპლიკანტის მიერ ცენტრისთვის დასმული კითხვა იყო: „მათემატიკის გამოცდა (I-VI) კლასებისთვის ორ ნაწილიანია და მაქსიმალური ქულა 65-ია. მაინტერესებს ორივე ნაწილში ერთად უნდა გადავლახო 61% თუ ორივე ნაწილში ცალ-ცალკე ბარიერებია და შესაბამისად თითოეულში უნდა გადავლახო 61%?“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებენ: „თუ არ ხართ პრაქტიკოსი მასწავლებელი, მთლიანი ტესტის 60%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოთ (60%-ზე მეტი), აქედან 8 ქულა აუცილებლად უნდა აიღოთ ანალიტიკურ წერაში“.

ცნობისთვის, მათემატიკის (I-VI) გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან - პროფესიული ცოდნისგან, რომლის მაქსიმალური ქულა 47-ია და აკადემიური უნარებისგან, რომლის მაქსიმალური ქულაც 18-ია. საერთო ჯამში, გამოცდის მაქსიმალური ქულა 65-ია, ხოლო გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი.

იხილეთ ასევე: 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203