იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალგაზრდა მთარგმნელი ანტონ სინატაშვილი ეწვია
24-05-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-4/3 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ტურფა ჩოგოვაძე) ნიჭიერი ახალგაზრდა მთარგმნელი ანტონ სინატაშვილი ეწვია.

ახალგაზრდა მთარგმნელი მოსწავლეებს მთარგმნელობით საქმიანობაში მიღწევებსა და მის სირთულეებზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი მას უამრავი მათთვის საინტერესო კითხვა დაუსვეს.

„ახალგაზრდა მთარგმნელსა და მოსწავლეებს შორის შეხვედრა საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. ანტონ სინატაშვილი ჩვენი სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ია ქუთათელაძის შვილია. ჩვენ კი ბევრ საინტერესო შეხვედრებს ვუსურვებთ ტურფა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203