თბილისის N89 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
24-05-2019

თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.

თბილისის N89 საჯარო სკოლის III ბ კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის თ.ბარამიძის ხელმძღვანელობით, 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით თბილისის N89 სკოლის აღსაზრდელებმა შთამბეჭდავი სანახაობა აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას:

„ჩვენი ბავშვები ნიჭიერებით გამოირჩევიან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძება გვაჩუქეს მათ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203