ორჯის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა
24-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მიმდინარე წლის 22 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებს საზეიმო გაცილება მოუწყვეს.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეთორმეტე კლასელებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყეს, წარმოადგინეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203