ქვეშეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გზა დაულოცეს
24-05-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ქვეშეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გზა დაულოცეს და ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მომზადებაში უზადო შრომა ჩადო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ბუქურმა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, საუკეთესო მომავალი უსურვეს და ლამაზი სიტყვებით და ლამაზი სიუჟეტებით დაულოცეს გზა. 

 „მადლობა ეკატერინე ბუქურს, მადლობა მოსწავლეებს და მადლობა სკოლის პედაგოგებს ასეთი ლამაზი და გულღია ბავშვების აღზრდისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203