ხცისის სკოლის მოსწავლეები ''საქართველო თამბაქოს გარეშე'' აქციას გამოეხმაურნენ
08-04-2017

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინიციატივით, თამბაქოს დღესთან დაკავშირებით თემში აქცია ჩატარდა სახელწოდებით ''საქართველო თამბაქოს გარეშე''.  

აქციას ხცისის სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ. მათ პედაგოგ მარიამ ლომიძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია, სადაც თამბაქოს მავნებლობაზე ისაუბრეს. 

ხცისის სკოლის მასწავლებელთა თქმით, ეს მოსწავლეების პირველი პრეზენტაცია იყო: ''ბავშვებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავიანთი თავი, პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203