დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ სპორტში წარმატებას მიაღწია
24-05-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე „დინამოს“ აკადემიის ფილიალში აიყვანეს. 

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ლუკა წოწორია „დინამოს“აკადემიის ფილიალში მიიწვიეს. დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლისთვის ლუკა რიგით მერვე მოსწავლეა, რომელმაც ფეხბურთში წარმატებას მიაღწია და „დინამოს“ აკადემიაში ჩაირიცხა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით ლუკა წარმატებული სპორტსმენია, რომელიც განსაკუთრებული უნარებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა:

„ლუკა მრავალი საფეხბურთო უნარით გამოირჩევა. ესენია : ვარდნაში ბურთის ართმევა მოწინააღმდეგისთვის, ბურთის ახლო მანძილზე გაჩერება, ერთი და ორი შეხებით ზუსტი გადაცემები სხვადასხვა სიშორის მანძილზე, ცრუ მოძრაობები და მოტყუებები, კარში დარტყმა, დრიბლინგი, შიდა ტერფით ბურთის გაჩერება და სხვა. ძალიან მიხარია, რომ ლუკას ნიჭი და მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია „დინამოს“ აკადემიის სპეციალისტებს“.

სკოლის დირექცია, გულისხმიერებისა და ჯეროვანი შეფასებისთვის მადლობას უხდის აკადემიის ფილიალის ხელმძღვანელს ჯესი სურმავას და აკადემიის სპეციალისტებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203