აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
24-05-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი (1-4) კლასების მოსწავლეები, დამრიგებლებთან ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა სპექტაკლი - „ურჩხული და ლამაზმანი“ ნახეს. 

„მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი - „ურჩხული და ლამაზმანი“- ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და პოპულარული ზღაპარი სიყვარულზე – ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდნენ საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. 
ეს კიდევ ერთი ზღაპრული დღე იყო მათთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203