გალავნის საჯარო სკოლის მეორეკლასელები საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ
24-05-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მანანა მოძმანაშვილის ხელმძღვანელობით, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს განათლების უძველესი კერა, სადაც ილია წინამძღვრიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ისეთ უძველეს დარგებს, როგორებიცაა - მეღვინეობა და მეფუტკრეობა. გახსნა დაწყებითი სკოლა და გლეხის შვილებს საშუალება მისცა ესწავლათ წერა-კითხვა.

ბავშვებმა ასევე კოლეჯში მოწეული თაფლი დააგემოვნეს . ესტუმრნენ „ცხრა მუხას“ და გაიხსენეს  ერეკლე მეფის მგზავრობა, როცა კრწანისის ომიდან მომავალმა მეფემ რამდენიმე საათით შეისვენა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203