ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ანიმაციური ვიდეო რგოლის კონკურსი - „გაცოცხლებული ფიროსმანი“ ჩატარდა
24-05-2019
ახალციხის №5 საჯარო სკოლის ესთეტიკის კათედრის ეგიდით ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ანიმაციური ვიდეო რგოლის კონკურსი - „გაცოცხლებული ფიროსმანი“. კონკურსში მონაწილეობის მიღება IV- XII კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. 

სპეციალურმა ჟიურიმ საკონკურსოდ წარმოადგენილი ზემოაღნიშნულ თემაზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო რგოლებიდან სამი საუკეთესო ვიდეო რგოლის ავტორი გამოავლინა. ესენი არიან -  ქეთევან კაჭკაჭაშვილი (მე-11გ კლ), ლიზი ჩილინგარაშვილი (მე-6ბ კლ), ლუკა ზედგინიძე (მე-7ა კლ).

გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

ლუკა ზედგინიძის ვიდეო იხილეთ აქ:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203