ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ
24-05-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიული შორეთი მოინახულეს.

ლაშქრობა, რომელიც ორგორის საჯარო სკოლის პედაგოგების ორგანიზებით განხორციელდა, ასპინძის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების მონახულებასა და შესწავლას ისახავდა მიზნად.

სკოლის წარმომადგენლის თქმით ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებული აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა:

ჩიტმაც თავისი ბუდე იცისო“- ქართული ანდაზაა. გადავწყვიტეთ, ჩვენს ისტორიულ მესხეთში, კერძოდ კი ასპინძის მუნიციპალიტეტში ისტორიული ძეგლები და ეკლესია- მონასტრები მოგვენახულებინა. ამჯერად არჩევანი შორეთზე შევარჩიეთ. ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა შეიტყვეს, რომ შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა და სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით იყო გარშემორტყმული“.

პედაგოგებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითი ღონისძიებები ხშირად დაიგეგმება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203