ვარევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
23-05-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვარევანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, კვირეულის ფარგლებში, წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს ქართული ენისა და ხელნაწერის განვითარების ისტორია;
ჩატარდა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები; მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.