ახალქალაქის რაიონის კოთელიის მელიქიძის საჯარო სკოლის 4-ე კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა მანანა ბერიძემ წელიწადის ოთხი დრო ერთ საკლასო ოთახში მოაქციეს.
საკუთარი ხელით შექმნეს ქურთუკების ჩამოსაკიდი, ქუდებისა და ხელთათმანების დასადები.
თავიანთი ფანტაზიის გამოყენებით დაამზადეს მომავლის ქალაქის მაკეტი და არაერთხელ მოიყვანეს გაზაფხული გაყინულ ჯავახეთში.
მინდა გაგაცნოთ ეს ოქროსხელება მოსწავლეები და მასწავლებელი - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: