ერგეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება ,,ნახვამდის დედა ენავ!“ გამართეს
23-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ერგეს საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ცისანა ბაბუჩაიშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - ,,ნახვამდის დედა ენავ!“ ღონისძიება ჩაატარეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.