
ახალქალქის მუნიციპალიტეტის ლომატურცხის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აღინიშნა.
ღონისძიებაზე, რომელსაც მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლები ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. კურსდამთავრებულები სკოლას სახალისო პაროდიებით დაემშვიდობნენ.
სკოლის დირექტორის ოგანეს შორაღიანის თქმით, წელს ლომატურცხის საჯარო სკოლამ წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები გააცილა.
XII-კლასის დამრიგებლი ჩინარ ბალასანიანი ემოციურად დაემშვიდობა მოსწავლეებს. მისი თქმით, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა კი კურსდამთავრებულებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: