„უდიდესი ემოციით დახუნძლული დღე“ - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
23-05-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ემოციით დახუნძლული დღე კურსდამთავრებულებს მუდამ ემახსოვრებათ.
„განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა სკოლაში. მე-12 კლასელები მშობლიურ სკოლას, თანაკლასელებს, პედაგოგებს გამოემშვიდობნენ. ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება, რადგანაც „ბოლო ზართან“ ერთად ბავშვობაც დასრულდა. გრძნობამორეულ მე-12 კლასელებს ამ ტკივილიან დღეს არც მშობლიური აფხაზეთი დავიწყებიათ, უდიდესი სითბოთი გაიხსენეს ეს უმშვენიერესი კუთხე. არა მარტო წაიკითხეს ლექსები და ჩანახატი აფხაზეთზე, არამედ შეასრულეს ცეცხლოვანი ცეკვა „აფხაზურიც“. კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარისადმი მიძღვნილი“ ღონისძიება გამოსამშვიდობებელი სიტყვით დაასრულეს. უდიდესი ემოციით დახუნძლული დღე 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მუდამ გაახსენდებათ!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს