გუთურის საჯარო სკოლაში თემაზე - „ქვაში მოღაღადე ისტორია - ქართული ხუროთმოძღვრება“ კონფერენცია გაიმართა
23-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლაში VI - VIII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ქვაში მოღაღადე ისტორია - ქართული ხუროთმოძღვრება“ საკლასო კონფერენცია გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ქართული ეკლესიების ტიპებსა და მათ არქიტექტურულ ელემენტებს რელიგიურ-ისტორიულ კონტექსტში. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ მიზანს.
ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ხიჯაკაძე.