დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ იზეიმეს
23-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა ბოლო სასწავლო დღე საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს და სკოლას გამოემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ბოლო ზარი“ დატვირთული იყო მუსიკალური, სახალისო ნომრებითა და ორიგინარული სკეტჩებით.
მოსწავლეთა სიმცირის გამო ( XII კლასში სულ 2 მოსწავლეა) ღონსძიებაში მთელი სკოლა აქტიუტად იყო ჩართული და დიდი მონდომებით მოემზადა ამ დღისთვის.
სკოლის დირექტორმა სილვა ამირიანმა გზა დაულოცა ახალგაზრდებს და წინსვლა და წარმატებები უსურვა მათ.
ღონისძიების დასასრულს სასკოლო საზოგადოებამ სკოლის კურსდამთავრებულებს, ტრადიციულად, ყვავილები მიართვა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს