ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინდუსტრიის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ
23-05-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის, ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინდუსტრიის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიციატივით, ინდუსტრიის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს ღია ლექციები ჩაუტარდათ. პროექტის მიზანი სარეკლამო საქმიანობასა და პროფესიაზე ცნობადობის ამაღლება და მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში, ასოციაციაციის წევრები შეხვდნენ შემდეგი სკოლების მოსწავლეებს : მეექვსე საავტორო სკოლა, „წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, 37-ე საჯარო სკოლა, „ჯეჯილი“, „ბაქსვუდი“, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ „მომავლის სკოლა“, გურჯაანის N1 საჯარო სკოლა, გურჯაანის N4 საჯარო სკოლა და ლელოვანის საჯარო სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს