ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-05-2019
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნში, ღია ცის ქვეშ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეებმა ქართული ცეკვები - აჭარული, რაჭული, სვანური, აფხაზური, მთიულური შეასრულეს. მოსწავლეებმა სალამურის თანხლებით ქართული სიმღერები იმღერეს და ქართულ და სომხურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.