პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში ტურისტული გუნდი შეიქმნა
23-05-2019

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში ტურისტული გუნდი ,,განთიადი“ შეიქმნა.

16 მოსწავლის მონაწილეობით გუნდს სპორტის მასწავლებელი დავით ასანიძე ხელმძღვანელობს, ლიდერი კი გიორგი მურადაშვილია.

„განთიადი“ საინტერესო აქტივობებს ახორციელებს. მისი ერთერთი წამოწყება - თემატური კლიპი, გორის მერიასთან არსებულმა ტურიზმის განყოფილებამ მოიწონა და სიმბოლური საჩუქრით წაახალისა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203