„მორიგი სევდანარევი სიხარული“ - ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის არსებობის 123 წლის მანძილზე „ბოლო ზარი“ 77-ე გამოშვებისთვის დაირეკა.
„მორიგი სევდანარევი სიხარული, ბავშვობის გახსენება, სკოლასთან დამშვიდობება, ნომინაციების მიხედვით პედაგოგთა სიგელებით დაჯილდოება, უმცროსი მეგობრების მილოცვები, სამახსოვრო საჩუქარი სკოლას და საზეიმო ბანკეტი... წარმატებები და ოცნებათა ახდენა ახალგაზრდებო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები