ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ანსამბლი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
23-05-2019
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ანსამბლი გორის კულტურის ცენტრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა.
15 მაისს გორის კულტურის ცენტრში, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიამ მე -6 კლასელი გოგონას დასახმარებლად, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა და თურქეთში მკურნალობს, საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.
საქველმოქმედო კონცერტში ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ანსამბლიც მონაწილეობდა. კონცერტს ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.
კონცერტის ბოლოს ანსამბლის წევრებმა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს