ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ თედორაძემ მოსწავლეთა სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაზე II ხარისხის დიპლომი მოიპოვა
23-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ თედორაძე მოსწავლეთა 73-ე სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა.
სკოლის აღსაზრდელმა კონფერენციაზე თემა - „ მოზარდი და გარდატეხის პრობლემები ფსიქოლოგიურ ჭრილში“ წარადგინა და II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.