რომელ არჩევით საგანზე დარეგისტრირდა ყველაზე მეტი აბიტურიენტი - სტატისტიკა
29-05-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, წელს არჩევით საგნად ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიას და ისტორიას აბარებს.

ისტორია აირჩია - 12 500-მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია - 11 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია - 7 500-მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია - 5 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია - 3 500-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია- 3 000-მდე აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია - 2 000-მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია - 1 000-მდე აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია - 500-მდე აბიტურიენტმა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარე  წლის 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203