თბილისის N62 საჯარო სკოლა სოციალურ პროექტებს ახორციელებს
23-05-2019

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით თბილისის N62 საჯარო სკოლა ბავშვთა სახლს ესტუმრა.

თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების ორგანიზებითა (ლიზი ნიჟარაძის ხელმძღვანელობით) და მონაწილეობით განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით „ნატვრის ხე“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეების ინსპირაციის წყარო გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ აღმოჩნდა. რომელსაც აღსაზრდელები სიღრმისეულად გაეცნენ. 

„მოსწავლეებმა განსაკუთრებით შეიყვარეს ელიოზი, მსჯელობისა და დისკუსიის შემდეგ დაასკვნეს, რომ ნატვრის ხე ჩვენშია, ადამიანების შიგნით არსებობს. საჩუქრებით დატვირთული სტუმრები გულთბილად მიიღეს მასპინძლებმა. თვრამეტმა აღსაზრდელმა (2-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებმა) ნატვრის ხეს სურვილები გაუზიარა“.

პროექტის განხორციელება ივერთუბანში, ღვთისმსახურების მიერ შექმნილ ბავშვთა სახლში გადაწყდა. პროექტში სკოლის დირექტორთან ელენე შაბურიშვილთან ერთად აქტიურად ჩაერთო სკოლის ადმინისტრაცია. 

1 ივნისს ბავშვთა სახლის აღსაზრდელების სურვილებს თბილისის N62 სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები აასრულებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203