ბარალეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი იზეიმეს
23-05-2019

ბარალეთის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებამ განსაკუთრებული ემოციების ფონზე ჩაიარა. სკოლის დამთავრება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ნინელი ანანიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორთან ერთად, კლასის დამრიგებელი მაია ნათენაძე და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით კურსდამთავრებულებმა დაუვიწყარი საღამო აჩუქეს სკოლას:

„ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, გაიხსენეს სკოლაში მომხდარი კურიოზები. ეს იყო დაუვიწყარი საღამო. ცრემლებითა და სევდით სავსე“.

იხილეთ ფოტოები:
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203