წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ერთი მოსწავლისთვის დაირეკა
23-05-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლა წელს პირველად მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა. კურსდამთავრებული, ლეილა (მარიამ) ხიჯაკაძე უცხო ენების ფაკულტეტზე ჩარიცხვას გეგმავს. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენელმა წყალაფორეთის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება ემოციურად შეაფასა:

„ჩვენი გოგონა თვითონ იყო ამ მშვენიერი ღონისძიების რეჟისორიც, მსახიობიც და მომღერალიც. კიდევ ერთხელ დაგვატკბო თავისი უჩვეულო ხმით, საოცარი იუმორითა და არტისტიზმით.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული პედაგოგებმა და თანასკოლელებმა რესტორან „შუა ქალაქში“ მივიწვიეთ, რათა ეს დღე გაგველამაზებინა მისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებებს“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203