მასწავლებელთა გამოცდა, შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩატარდეს
23-05-2019

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ზუსტად გვეცოდინება როდის ჩაინიშნება გამოცდა. შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩაინიშნოს. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ ვამბობთ, რადგან არ ვიცით ზუსტად რეგისტრანტთა რაოდენობა. შესაძლოა, აბიტურიენტების გამოცდების შემდგომ ჩატარდეს კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, ან პირიქით ჯერ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლების მსურველებისთვის იყოს გამოცდა და შემდეგ აბიტურიენტებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აღნიშნულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203