თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაცია გაითამაშეს
23-05-2019

თბილისის N103 სკოლაში საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებას სწავლობენ.


მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისის N103 საჯარო სკოლა თანამედროვე პროექტებთან („ახალი სკოლის მოდელი“ და „საჯარო სკოლის მოვლა-პატრონობა“) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით გამოეხმაურა მდგრადი განვითარების გლობალურ მიზანს- „ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება“. 

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოების შემოწმების მიზნით „ხანძრის პროვოცირება“ გაითამაშეს.
სკოლის წარმომადგენელმა განხორციელებულ პროექტზე ისაუბრა :

„ხანძრის პროვოცირების“ მიზანი იყო გვენახა საგანგებო სიტუაციაში რამდენად დაცულია სკოლის მუშაკთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება. რამდენად გამართული და ეფექტურია სკოლის საგანგებო სიტუაციების შტაბის ცალკეული ჯგუფებისა და სამაშველო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობა. ამ პროექტმა აჩვენა, რომ სკოლა მზად არის გამოწვევებისთვის და ჩვენი სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილია სიცოცხლისა და საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემო“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203