საპენსიო ასაკის ასობით მასწავლებელს სურს, გამოცდაზე რეგისტრაცია გააუქმოს და ფულადი ჯილდო აიღოს - სოფო გორგოძე
23-05-2019

საპენსიო ასაკის ასობით პრაქტიკოს მასწავლებელს სურს, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია გააუქმოს და ფულადი ჯილდო აიღოს.  ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ცენტრის ცხელ ხაზზე შემოდის ზარები და პრაქტიკოსი მასწავლებლები გვთხოვენ, გავუუქმოთ რეგისტრაცია. გვეუბნებიან, რომ გადაიფიქრეს გამოცდაზე გასვლა და მათ ჯილდოს მიღება სურთ. ასეთი ასობით მასწავლებელია“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ასევე იხილეთ: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203