კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ინტეგრირებული პროექტის - „ჯანსაღი კვება“ პრეზენტაცია ჩაატარეს
22-05-2019
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ III კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული პროექტის - „ჯანსაღი კვება“ პრეზენტაცია გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა გაიაზრეს, კვების პირამიდები ააგეს, საკვების კატეგორიზაცია გააკეთეს,  გაიგეს როგორ გამოიმუშავონ ჯანსაღი ცხოვრების წესები და ექსპერიმენტები ჩაატარეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს.

პედაგოგები: ლანა თუმანიშვილი, ნათია აბშილავა, ია ჯანუაშვილი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203