ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა
22-05-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს საგნის მასწავლებელი მზევინარ ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა.
„გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით დაიწყო, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებითა და სწორად დაგეგმილი აქტივობებით მასწავლებელს ბავშვები გაკვეთილის მიზნამდე მიჰყავდა. მიზანი კი მრავალმხრივი ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა და თვითშეფასების უნარის ამაღლება იყო. შეფასების ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა. წარმატებები მზევინარ მასწავლებელს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს