გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თედორაძე ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა
22-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ თედორაძე ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემაზე - „ჩვენს აკვანს შემომჯდარი მგალობელი ფრინველი“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციაზე სკოლის აღსაზრდელმა წარადგინა საკუთარი თემატური ნამუშევარი და ფოტოკოლაჟი წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიის მადლსა და აკვნის კურთხევის შესახებ.