ახალციხის N5 საჯარო სკოლაში პროექტი - „ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია“ ხორციელდება
22-05-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში უკვე ორი წელია “ენერგო -პრო ჯორჯია“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტს - „ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია“ ახორციელებს.
პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ელ. ინჟინერიის მიმართულებით.
სკოლაში გაკვეთილები ჩაატარეს იმედა ბალახაშვილმა ( სს ენერგო-პრო ჯორგია, სამხრეთ საქართველოს ფილიალი ახალციხე-ადიგენის მომსახურების ცენრტრის მთავარი ინჟინერი) და მარიანა მჭედლიძემ (სს ენერგო-პრო ჯორგია, სამხრეთ საქართველოს ფილიალის HR-განყოფილების უმცროსი სპეციალისტი) მე-8ე კლასში . მათ ისაუბრეს ჰიდროელექტრო, თბოელექტრო, მზის, ქარის და ატომურ ენერგიაზე ასევე ისაუბრეს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს პროექტის მიმართ და ენერგეტიკასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს