ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა საზეიმოდ აღნიშნეს
22-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალლიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, ქართული ენის პედაგოგის ჰაიკანუშ თუმასიანის ხელმძღვანელობით, ქართული ანბანის შესწავლა საზეიმოდ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა როგორც პატარებს ასევე სტუმრებს.