
სიონის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ აღნიშნეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლაში წელს 68-ე ბოლო ზარი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლები ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. კურსდამთავრებულები სკოლას სახალისო სკეტჩებითა და პაროდიებით დაემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით წელს სიონის საჯარო სკოლამ წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები გააცილა:
„ღონისძიება საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. წელს არაჩვეულებრივი მოსწავლეები გავაცილეთ. ამ კლასში ორი ვერცხლის მედლის კანდიდატი და „ეტალონის“ ფინალისტიც გვყავს“.
იხილეთ ფოტოები: