გურკელის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების საღამო“ გაიმართა
22-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, გურკელის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების საღამო“ გაიმართა.
პირველკლასელებმა ქართულ ანბანის შესახებ ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წარმოთქვეს. პირველკლასელთა ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.