აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა
22-05-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის დამთავრებას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.
ფერადი წარწერებით აჭრელებულ თეთრ პერანგებზე კურსდამთავრებულების მიმართ უამრავ კეთილ სურვილს ამოიკითხავდით. მოსწავლეები სკოლას, მასწავლებლებს, საყვარელ მეგობრებს დაემშვიდობნენ.
საზეიმო ღონისძიებას სრულიად სასკოლო საზოგადოება, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.