მირაშხანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
22-05-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, მირაშხანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა კი კურსდამთავრებულებს საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

„მოსწავლეებმა სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით საკუთარი განცდები გადმოსცეს. წაიკითხეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები და სკოლას პატარა ღონისძიებით დაემშვიდობნენ. სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ საფეხურზე წარმატებები უსურვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203